Tuesday, June 26, 2018

საწრეო მუშაობა


                                                       საწრეო მუშაობა
წრის დასახსელება:     მკითხველი
წრის სახელწოდება:     სხივი
წრის ლოგო:                   მზე
წრის ხელმძღვანელი:   ნანი ველიჯანაშვილი
მიზნობრივი ჯგუფი:    სოფ.იდუმალის საჯარო სკოლის  VII-VIII მოსწავლეები.
მიზანი:                   კურსის მიზანია მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნა. განათლებული, მოაზროვნე, ინტელექტუალური მომავალი თაობის აღზრდა. მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
შედეგი:             ამაღლდება მოსწავლეთა ზოგადი განათლება და ინტელექტი;
მოსწავლეები წაიკითხავენ და გაანალიზებენ  მათი ინტერესების შესაბამისად შერჩეულ ნაწარმოებს;
მოსწავლეები  წაკითხული ნაწარმოების საფუძველზე მოამზადებენ  : ალბომებს, ილუსტრაციებს და/ან კომიქსების გამოფენას;
მოსწავლეები გაცნობიან ავტორის ბიოგრაფიას და მისი შემოქმედების გავრცელების მასშტაბებს;
მოსწავლეებს განვითარებული აქვთ დებატების, ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის მოძიებისა და გუნდური მუშაობის უნარები.

PowerPointebi

მიზნები


ტყის მნიშვნელობა


ხელოვნური და ბუნებრივი გარემო




ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში


იდუმალის საჯარო სკოლისი მასწავლებელი:                       ნანი ველიჯანაშვილი


თემატური გეგმა ბუნებაში:         VIII თავი  - ადამიანი და გარემო               


2017-2018 სასწავლო წელი












                                                                                                                                           



თემა

მიზანი
თემის ბოლოს მისაღწევი შედეგი
საათების რაოდენობა
აქტივობები და მეთოდები
რესურსები
შეფასების სისტემა
ადამიანი და გარემო
·         შეძლებს ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების აღწერა.
·         სააზროვნო უნარ- ჩვევების-შემოქმედებითი აზროვნების,კრიტიკული აზროვნების განვითარება.
·         შეუძლია ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების აღწერა.
·         შეუძლია შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
45 წთ
-საკლასო საუბარი
-აქტივობა-,,დიაგრამის აგება’’
-კითხვა პასუხი
-შეჯამება:
მოსწავლეს შევუდგენ ასოციაციების რუკას,,,ადამიანი და გარემო’’მიუწერს შესაბამის ფრაზებს და იმავე ფრაზებით PowerPoint-ში გააკეთებს პრეზენთაციას .თემის შეჯამებისას იმუშავებს ჩემს მიერ შექმნილ შექმნილ ელექტრონულ რესურსში  http://learningapps.org,,შეამოწმე შენი თავი,რომელიც შეესაბამება მოცემულ თემას

სამუშაო ფურცლები,საწერი კალამი,წებოვანი ქაღალდები,დაფა,ცარცი,მოსწავლის კომპიუტერ და პროექტორი
პრეზენტაცია,
განმავითარებელი
კომენტარები

ბუნებრივი და ხელოვნური გარემო
. შეძლებს ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოს შედარებას.
. იმსჯელებს მათ თავისებურებაზე
. განუვითარდება კველის,სააზროვნო და სოციალური უნარ-ჩვევები
.შეუძლია ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოს შედარება.
. მსჯელობს მათ თავისებურებაზე
. შეუძლია შემოქმედებითი აზროვნება
1საათი და 30წთ.
გაკვეთილი მოიცავს ორ აკადემიურ საათს.
. კითხვა პასუხი
.მუშაობა სახელმძღვანელოზე
.საკლასო მსჯელობა
.მუშაობა სამუშაო რვეულში
.პრეზენტაცია .გაკვეთილის  შეჯამება ,შეფასება
. საშინაო დავალება.
PowerPoint-ით ვუჩვენებ ცხოველების ფოტოებს,რომლებიც არიან ცხოველები  ხელოვნურ და ბუნებრივ გარემოში,მოსწავლემ უნდა ამოიცნოს დასლაიდებზე შასაბამსი გარემოს სახელი უნდა მიუწეროს .
შეჯამებისას იმუშავებს ელექტრონულ რესურსში  http://learningapps.org,
ელექტრონული ვერსიით გასცემს პასუხს სახელწოდებით,,ხელოვნური და ბუნებრივი გარემო ’’
.სახელმძღვანელოსაწერი კალამი
. სამუშაო რვეული
. მოსწავლის კომპიუტერი
. პროექტორი
განმავითარებელი კომენტაერები
 პრეზენტაცია.

ტყე და ადამიანი
. ისაუბრებს ტყის მნიშვნელობაზე
. შეძლებს განასხვავოს ადამიანის საზიანო და სასარგებლო ქმედებები
.გამოუმუშავდეს ტყისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება
.საუბრობს ტყის მნიშვნელობაზე
. შეუძლა განასხვავოს ადამიანის საზიანო და სასარგებლო ქმედებები
. გამოუმუშავდა ნატიფი მოტორული ჩვევები
45 წთ
. საკლასო საუბარი
.პრაქტიკული სამუშაო ,,ტყე და ადამიანი’’
მუშაობს  PowerPoint-ში და აკეთებს პრეზენტაცია
. მუშაობა მუშაობა ინტერნეტში LearningApps.org
. მესამე კლასელი მოსწავლე წაიკითხავს ლექსებს ,,ტყის ჩივილი’’ და ,,ტყეებს ნუ კაფავ’’ ეს ლექსები მოსწავლის მიერ იქნება აკრეფილი Word-ის ფურცელზე და წაიკთხავს  დიდ მონიტორზე პროექტორით.
შემდეგ იმჯელებს და გასცემს კითხვებს პასუხს.
რას ჩივის ტყე? ვის ,,მიმართავს’’ იგი? ვის
გულისხმობს ტყე,როცა ,,ამბობს’’ ,,თქვენც მოითხრებითო’’. სამართლიანია თუ არა მისი ჩივილი? და სხვა.
. მოსწავლე მუშაობს ინტერნეტში, ჩემს მიერ შექმნილ ელექტრონულ სასწავლო რესურში:LearningApps.org- ში,სადაც შექმნილი მაქვს სხვადასხვა დავალებები,,ტყე და ადამიანი’’ და ,,შეამოწმე შენი ცოდნა’’ ,რომელიც შეესაბამება მოცემულ თემას.

დიდი ფორმატის ფურცელი. სიტყვების ბარათები.
სქემა.
მოსწავლის კომპიუტერი და პროექტორი

განმავითარებელი კომენტაერები
 პრეზენტაცია.

გაკვეთილი -ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში ან ზოოპარკში
. გამოუმუშავდეს გარემოს აღქმისა და შეჩნობისათვის  დაკვირვებისა და ანალიზიზ უნარი
. გაეცნოს ბოტანიკურ ბაღს,ან ზოოპარკს ,როგორც ხელოვნური  გარემოს ერთ-ერთ ობიექტს
. გამოუმუშავდა გარემოს აღქმისა და შეჩნობისათვის  დაკვირვებისა და ანალიზიზ უნარი
. გაეცნო ბოტანიკურ ბაღს,და ზოოპარკს ,როგორც ხელოვნური  გარემოს ერთ-ერთ ობიექტს
ინტერნეტის მეშვეობით
45წთ
.კითხვა-პასუხი
.დაკვირვება მცენარეებსა , ცხოველებზე და გეოგრაფიულ ობიექტებზე.
http://en.wikipedia.org/wiki/Zoo;

.მოსწავლის კომპიუტერი
. პროექტორი
კომენტაარებით შევაფასებ დაკვირვების და ანალიზის უნარს


გაკვეთილის რეფლექსია



                                               გაკვეთილის რეფლექსია
         სსიპ იდუმალის საჯარო სკოლის ჩვენი გარემოს მასწავლებელი ნანი ველიჯანაშვილი

      2018 წლის 11 ივნისს იდუმალის სჯარო სკოლის მე-3- კლასში ჩავატარე გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესში.
    გაკვეთილის თემა იყო: ტყე და ადამიანი
     ჩემი გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ ისაუბროს ტყის მნიშვნელობაზე, განასხვავოს გარემოში ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები. გამოუმუშავდეს ტყისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება.
      გაკვეთილის ჩასატარებლად შევადგინე გემა, მასში მოცემული აქტივობები ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას. გაკვეთილი წარვმართე დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, რადგან არ ყოფილა მათი შეცვლის საჭიროება.
  გაკვეთილი დავიწყე ჩემს მიერ მომზადებული სლაიდებით, რაშიც ნათლად ჩანდა  გაკვეთილის თემა, მიზანი და შედეგი. ისტ-ს ტექნოლოგიების გამოყენებით  გაკვეთილი წარიმართა სახალისოდ და საინტერესოდ ,რადგან შეესაბამებოდა მოსწავლის ინტერესებს.
  შემდეგი აქტივობა იყო მასალის ცოცხლად და სანახაობრივად  გადმოცემა, Word-ის  ფურცელზე აკრეფილი ლექსების ჩვენება და წაკითხვა  დიდ მონიტორზე, რომლის შესახებაც მოსწავლემ იმსჯელა და პასუხი გასცა კითხვებს.
   გაკვეთილი განვაგრძეთ ისეთი აქტივობით ,როგორიცაა ,,ასოციაცების რუკა და სიტყვების გროვა’’. ჩემს  მიერ შედგენილ ასოციაციების რუკას ,,ტყის მნიშვნელობას’’ მოსწავლემ მიუწერა შესაბამისი  ფრაზები. ამ აქტივობის მიხედვით და ჩემი  დახმარებით მოსწავლემ იმუშავა PowerPoint-ში ,გააკეთა სლაიდები ტყის მნიშვნელობაზე და გააკეთა პრეზენტაცია.
მოსწავლემ კარგად გაართვა თავი დავალებას , მსჯელობდა და ასაბუთებდა  თავის მოსაზრებებს.
   შემდეგ მოსწავლე ვამუშავე ჩემს მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსში  http://learningapps.org,სადაც შექმნილი მაქვს სხვადასხვა  დავალებები, მაგრამ ამ გაკვეთილზე ვიმუშავეთ ტყე და ადამიანი და  შეამოწმე შენი ცოდნა ,სადაც მოცემული იყო კითხვები და მოსწავლე პასუხობდა ელექტრონულ რეჟიმით, მე თვალყურს ვადევნებდი ნამუშევარს დიდ მონიტორზე პროექტორით.
შემდეგ მოსწავლეს მივეცე თვით შეფასების ფურცელი, სადაც რეალური  შეფასება გააკეთა .
გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლემ მოიძია ინფორმაცია  და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე რომელსაც გაკვეთილზე ნაკლებად შევეხეთ. ბოლოს გააკეთა გაკვეთილის შეფასება სადაც ჩანდა რომ ისტის გამოყენებთ მოსწავლე მეტად მოტივირებული  და ხალისიანი იყო.
ჩემი აზრით ისტის გამოყენებამ სასწავლო პროცესში უზრუნველყო მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენა. სასწავლო რესურსი ილუსტრირებული და მიმზიდველი იყო, რამაც ხელი შეუწყო მოცემული თემის შესწავლას და დამახსოვრება, ასევე სასწავლო პროცესში ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას საგნის სწავლების მიმართ, რადგან მოსწავლეები თვითონ ეძებენ,ქმნიან სხვადასხვა მრავალფეროვან სასწავლო მასალას,თავად მოსწავლეა  აქტიურად ჩართული სასწავლო პროცესში.ამიტომ შევეცდები მომავალში ხშირად გამოვიყენო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში.
       გაკვეთილის მსვლელობისას ვაკვირდებოდი მოსწავლეს წყვილში მუშაობას, მსჯელობა-დისკუსიას, პრეზენტაციას და ვაკეთებდი სწრაფ ჩანაწერებს მოსწავლეთა შეფასების მიზნით.  ვაძლევდი უკუკავშირს და განმავითარებელ შეფასებას.
         მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას ურთიერთობა მოსწავლესა და ჩემს შორის იყო კეთილგანწყობილი, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. კლასის მართვის და დისციპლინის მხრივაც, ვფიქრობ პრობლემები არ იყო, მოსწავლე იცავდა ქცევის და უსაფრთხოების წესებს და არ დამჭირვებია მათი შეხსენება. თავიდანვე განვუმარტე გაკვეთილის მიზანი და მოსწავლეებთან ერთად მიზნობრივად გამოვიყენეთ როგორც სასწავლო დრო, ასევე რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მოსწავლისთვის ვფიქრობ, რომ განმარტებები, რომელსაც ვიძლეოდი ტერმინებთან, და  დავალებებთან დაკავშირებით იყო მიწოდებული გასაგებად და ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას.

საბოლოოდ ვთვლი, რომ გაკვეთილის მიზანი, რომელიც დავისახე და გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმიდან, მიღწეულ იქნა.


Tuesday, June 12, 2018

საწრეო მუშაობა: რესურსები

პროექტების გეგმა

სამიზნე ჯგუფი
VII-VIII კლასის მოსწავლეები
კურსის ხანგრძლივობა
(საათების ჯამური რაოდენობა)
15 საათი
ერთი სემესტრი
შეხვედრების განრიგი
სექტემბერი-20,27.
ოქტომბერი- 4,11,18,25. ნოემბერი-1,8,15,22,29. დეკემბერი-6,13,20,27.
პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა
9 მოსწავლე:
3  გოგონა
6  ბიჭი
მიზანი
კურსის მიზანია მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნა. განათლებული, მოაზროვნე, ინტელექტუალური მომავალი თაობის აღზრდა. მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
შედეგები
·             ამაღლდება მოსწავლეთა ზოგადი განათლება და ინტელექტი;
·             მოსწავლეები წაიკითხავენ და გაანალიზებენ  მათი ინტერესების შესაბამისად შერჩეულ ნაწარმოებს;
·             მოსწავლეები  წაკითხული ნაწარმოების საფუძველზე მოამზადებენ  : ალბომებს, ილუსტრაციებს და/ან კომიქსების გამოფენას;
·             მოსწავლეები გაეცნობიან ავტორის ბიოგრაფიას და მისი შემოქმედების გავრცელების მასშტაბებს;
მოსწავლეებს განვითარებული აქვთ დებატების, ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის მოძიებისა და გუნდური მუშაობის უნარები.
მეთოდოლოგია
კითხვა (პაუზებით, ინტონაციებით, ), როლური თამაშები, სათქმელის ვიზუალიზაცია, დებატები, ილუსტრაციების/კომიქსების მომზადება, რეკლამის მომზადება, შთაბეჭდილებების ალბომის მომზადება და სხვა.
კურსის მოკლე აღწერილობა



მოსწავლეებთან ერთად შევარჩევთ წრეზე წასაკითხ შესაფერის წიგნებს, წრეზე მუშაობისას მოსწავლეები წაიკითხავენ ერთ ნაწარმოებს, რომლის საფუძველზე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობაში (როლური თამაშები, სცენარის მომზადება , ილუსტრაციების/კომიქსების გამოფენა, დებატები,  და სხვა). აღნიშნული სახალისო აქტივობები გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას, სრულფასოვნად გააანალიზონ ნაწარმოების შინაარსი. იმუშაონ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად რაც შესაძლებლობას მიცემს მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, გამოხატონ და დაიცვან საკუთრი მოსაზრებები. პარალელები გააკეთონ თემში არსებულ რეალობასთან.
საწრეო მუშაობისას დაგეგმილი აქტივობების მოკლე აღწერა
1. მასწავლებელი აკეთებს ზოგად მიმოხილვას წიგნისა და წრის  შესახებ. მოსწავლეები იწყებენ წიგნის კითხვას  მასწავლებელი ეხმარება წაკითხულის ანალიზში; კითხვა გრძელდება ყოველ გაკვეთილზე;
2. გამოკვეთილი პერსონაჟები და მათი სახასიათო შტრიხები (პერსონაჟების რუქის შექმნა);
3. პრობლემების იდენტიფიცირება. ნაწარმოებში გამოკვეთილ პრობლემებზე დებატები;
4. დასამახსოვრებელი ფრაზები და მათ ირგვლივ მსჯელობა;
4. ხელნაკეთი ალბომის მომზადება, რომელშიც კითხვის პარალელურად მოსწავლეებს შეაქვთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც წაკითხული წიგნის მიხედვით ადგენენ (ჩანახატები, ილუსტრაციები, დასამახსოვრებელი ფრაზები, წერილები საყვარელ გმირებს, ინტერვიუ ავტორთან, კროსვორდები და სხვა);
5. როლური თამაშები.
6. T სქემაში დადებითი და უარყოფითი გმირების შეფასება;
7. დისკუსია (რა გავიგე? რა მომეწონა/არ მომეწონა? რას შევცვლიდი?);
8. წიგნში გამოკვეთილი პრობლემების იდენტიფიცირება და პარალელები თემში არსებულ რეალობასთან.


ლიტერატურა
·         ­ოტია იოსელიანის მოთხრობები
·         რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული
·         ილია ჭავჭავაძის მოთხრობები


აღჭურვილობა/მასალები

1.      ალბომი;
2.      თაბახის ფურცლები;
3.      ფერადი ფანქრები;
4.      ფლომასტერი;
5.      გუაში;
6.      ფუნჯები;
7.      პასტები;
8.      საშლელი;
9.      ფორმატის ქაღალდები;
10.  ფლიფჩარტის ქაღალდი;
11.  ბორდმარკერები (სხვადასხვა ფერის);