Wednesday, June 6, 2018


სკოლასსიპ - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლა


2017წლის 20 სექტემბერი
პირველი გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ საწრეო მუშაობის მიზანს. მოისმინეს მინი ლექცია თემაზე წიგნის როლი ადამიანის ცხოვრებაში. დიდი სურვილი აქვთ, რომ წაიკითხონ  ოტია იოსელისანის ,,დედის ზღაპარი’’ და რევაზ ინანიშვილის ყველა ნოველა, იმსჯელონ პერსონაჟებზე, მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე. მოსწავლეებს სჯერათ რომ მათ მიერ წაკითხული და შემდგომ გაანალიზებული წიგნი  მეგზურად გამოადგებათ ცხოვრებაში.   პირველ შეხვედრაზე  მოსწავლეებმა იმსჯელეს  შეერჩიათ წრის სახელწოდება და  ლოგო,შემდეგ  ერთხმად  შეარჩიეს  ლოგოდ-მზე და სახელწოდება სხივი.



ამ გაკვეთილზევე შეიმუშავეს მკითხველთა საწრე მუშაობის  წესდება შემდეგი სახით.
 საწრეო მუშაობის   წესდება
1.   მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია საწრეო მუშაობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას  ჯგუფი მკითხველები;
2.   მოსწავლეებს მიეწოდოთ  წრეზე გაწევრიანების მსურველთა განაცხადის ფორმები;
3.    სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. იდუმალის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდეს კარგი მკითხველები
4.   საწრეო მუშაობის  წევრების მიერ შეირჩეს კლუბის სახელწოდება და ემბლემა;
5.   განისაზღვროს წრის  მუშაობისთვის შესაბამისი ადგილი, დრო და გრაფიკი;
6.   მოეწყოს წინასწარ შემუშავებული პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოების წაკითხვა, განხილვა, დისკუსიები;
7.   მიეცეს მოსწავლეებს დავალებები წაკითხულ ნაწარმოების  ( რეცენზიების დაწერა, პოსტერების  გაკეთება, ალბომების დამზადება  და სხვ. )
8.      განთავსდეს სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო და/ან ვიდეომასალა.


27.09.2017
მეორე გაკვეთილი
 მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებბმა წაიკითხეს  ოტია იოსელიანის  დედის ზღაპარი,იმსჯელეს დედისა და შვილის როლზე,დედა შვილობაზე.გამოთქვეს და გაუზიარეს განსხვავებული აზრები,გამოავლინეს თანაგრძნობის უნარი.


9




04.10.2017
მესამე გაკვეთილი
მნიშვნელოვანი ფრაზები

მესამე გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა გაკვეთილზე წაკითხული ტექსტი ,იმსჯელეს და ამოწერეს   მნიშვნელოვანი ფრაზები და შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია.
9



11.10.2017
მეოთხე გაკვეთილი
დედა შვილობა
მეოთხე გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს წაკითხულთან დაკავშირებით .იოსელიანის ,,დედიის ზღაპრის''დედა შვილობის  ამსახველ სურათებზე.გამოტქვეს სხვადასხვა აზრი დეისა და შვილის ურთიერთობაზე:ჩახუტებული დედა შვილი,დედა შვილის მოლოდინში,სადილის მზადების პრცესი და სხვა და ბოლოს ერთხმად შეარჩიეს დედა ვილის სურათი ,რომელიც ჯგუფურად დახატეს
ეს გაკვეთილი მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი უნარჩვევების და ფანტაზიის განვითარებას, წინა გაკვეთილებზე  დასახული მიზნისა და გაკეთებული თვალსაჩინოებების გამოფენა და კუთხის გაკეთება.

9



18.10.2017
ეხუთე  გაკვეთილი
მიზნად ისახავს მოსწავლეები გაეცნონ რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
იმსჯელეს და ერთმანეთს გააცნეს თავიანთი შეხედულებები.

9

25.10.2017
მეექსე  გაკვეთილი
მეშვიდე გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეარჩიეს  რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან ,,პატარა ბიჭის ფიქრები''.ისჯელეს და და შეაჯამეს მოცემული ფაქტები.

9

01.11 .2017 წ
მეშვიდ გაკვეთილი
.ინანიშვილის მოთხრობიდან ,,პატარა ბიჭის ფიქრები''საინტერესო ფრაზებზე მსჯელობა
ფრაზები:
1. ცხოვრება მატლებივით გაგსრესთ.
2. როგორ შეიძლება დაიღუპოს ადამიანი,ასეთი გულიანი სიცილი,რომ იცის.
3.კარგ ჯარისკაცებს ტყვია არ ეკარებათ.
4. მე ვერაფერი შემაშინებს შენ თუ კარგი გაიზრდები.            (დედის სიტყვები)
და...
მასწავლებელმა ჩამოწერა დაფაზე  საინტერესო ფრაზები  და თითოეულმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია მის  მიერ არჩეული ფრაზის  მნიშვნელობაზე, თუ რატომ მოეწონა  რა არის მასში საინტერესო, გამოიყენებს თუ არა ოდესმე რაიმე კუთხით ამ ფრაზას.
ყველა მოსწავლე მსჯელობდა შესაბამისი არგუმენტებით; განხილვაში ყველა მოსწავლე ხალისით მონაწილეობდა.  შექმნეს მცირე მოცულობის  ტექსტი
აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლოგიკური მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საინტერესო წინადადებებისა და ფრაზების ირგვლივ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას მსჯელობის ელემენტების გამოყენებით

9



08.11.2017
მერვ გაკვეთილი
მიზნად  ისახავს მოსწავლეები გაეცნონ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას და მოღვაწეობას . მოიძიონ საინტერესო ფაქტები მწერლის ცხოვრებიდან,მოემზადონ შემდეგი გაკვეთილისთვის პრეზენტაციისთვის.

9



მეცხრ გაკვეთილი
15.11.2017
მეათე გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია წინა გაკვეთილზე მოძიებულ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე . მოიძიეს საინტერესო ფაქტები მწერლის ცხოვრებიდან.
აქტიურად იმსჯელეს და  გამართეს დებატები თემასთან დაკავშირებით.იმსჯელეს  სხვადასხვა ნაწარმოებებზე და ბოლოს შეჯერდნენ,რომ წაეკითხათ ოთარაანთ ქვრივი.
9


22.11.2017
მეათე გაკვეთილი
მეთე გაკვეთილი მიზნად ისახავს  ოთარაანთ ქვრივის პირველ და მეორე თავების წაკითხვას, იმსჯელეს ,,ტკბილი სიტყვის'' მნიშვნელობაზე. სანამ წაიკითხავდნენ მერე თავს გამართეს დისკუსია თუ რას ნიშნავდა ,,პილპილ მოყრილი მადლი''

9


29.11.2017
მეთმეტე გაკვეთილი
მიზნად ისახავს წაკითხულიდან მნიშვნელოვანი ფრაზების ამოწერას და მსჯელობას.მოსწავლეებმა ამოიწერეს შემდეგი ფრაზები და გამართეს დისკუსია:
  • რას მიქვიან ტკბილი სიტყვა?
  • ფული რა არის? ფული ხელის ჭუჭყია.
  • ოთარაანთ ქვრივს გულის მაგივრად ქვა უდევსო.-ამბობდნენ სოფელში.
  • პილპილ მოყრილი მადლი.
  • დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა.
  • ოთარაანთ ქვრივმა გამოუტანა გასაკითხად ერთი უშველებელი შოთი,რასაკვირველია---თავისებური პილპილიც მოაყარა ზედ.
9


06.12.2017
მეთორმეტე გაკვეთილი
ეთორმეტე  გაკვეთილზე მოსწავლეებმა განაგრძეს ოთარაანთ ქვრივის წაკითხვა  და წაიკითხეს მესამე,მეოთხე და მეხუთე თავები.შეიმუშავეს გეგმა  შემდეგი გაკვეთილისთვის სამუშაოდ.
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ,,ხუთი ქისის'' ამბავზე.იმსჯელეს და ბოლოს შეჯერდნენ, რომ ქისები ანალოგიურია ბანკში ანაბრებისა(დანაზოგის) და ბოლოს გააკეთეს ნახატი ოთარაანთ ქვრივის და ქისების.
9


მეცამეტე გაკვეთილი
13.12..2017
მოსწავლეება  გააგრძელეს  ოთარაანთ ქვრივის წაკითხვა,სანამ დაიწყებდნენ კითხვას  ამოიწერეს ქვესათაურები(გიჟია თუ რა?;ჯავრი დედისა.;გასტეხს ქვასაცა მაგარსა.; უცნაური ნასკვი.;მხილებაა თუ კადნიერება.) და იმსჯელეს თუ რატომ იყო ამ სათაურებით  ეს თავები ,გამართეს დისკუსია და ბოლოს წაკითხვის შემდეგ შეადარეს თავიანთი ნააზრევი ნაწარმოებს.
9


20.12.2017
მეთოთხმეტე გაკვეთილი
ფილმის ჩვენება
2017 წლის 20  დეკემბერს ჩატარდა მორიგი საწრეო მუშაობა.მოსწავლეების აქტიურობით და მონდომებით გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ფილმი ,,ოთაარანთ ქვრივი''.ფილმის ნახვის შემდეგ აღნიშნეს,რომ წიგნში წაკითხული და ფილმში ნანახი ნაწილობრივ დაემთხვა ერთმანეთს.იმუშავეს პერსონაჟების დახასიათებაზე.გამოკვეთეს ნაწარმოების ძირითადი პრობლემა  და გამართეს დისკუსია.ბოლოს გააკეთეს პერსონაჟის რუკა.
9
9
27.12.2017წელი
მეთხუთმეტე გაკვეთილი
შემაჯამებელი
2017წლის 27 დეკემბერს  ჩავატარე წრის  შემაჯამებელი  გაკვეთილი .წინა გაკვეთილზე დაწერილი შთაბეჭდილებებით შევაჯამეთ განვლილი მასალა.თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა თავისი ნაშრომი,სადაც აღწერილი ჰქონდათ ,თუ რომელი გაკვეთილი მოეწონათ ყველაზე მეტად,რამ დატოვა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება და რა სიახლეს ისურვებდნენ მომავლისათვის.
 დასაწყისში გააკეთეს მოლოდინის  ხე და მასზე დაწერეს თუ რას მოელოდნენ ,რას ისწავლიდნენ წრეზე,შეჯამებისას შეადარეს თავიანთი მოლოდინი უკვე ნასწავლს და გამართეს დისკუსია.
წრის მსვლელობამ მაჩვენა ,რომ მოსწავლეები ალიან კმაყოფილნი არიან საწრეო მუშაობითდა იმედოვნებენ ,რომ მომავალშიც ასეთივე საინერესო და დასამახსოვრებელი გაკვეთილები ელოდებათ.
9


No comments:

Post a Comment