Tuesday, June 26, 2018

გაკვეთილის რეფლექსია



                                               გაკვეთილის რეფლექსია
         სსიპ იდუმალის საჯარო სკოლის ჩვენი გარემოს მასწავლებელი ნანი ველიჯანაშვილი

      2018 წლის 11 ივნისს იდუმალის სჯარო სკოლის მე-3- კლასში ჩავატარე გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესში.
    გაკვეთილის თემა იყო: ტყე და ადამიანი
     ჩემი გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ ისაუბროს ტყის მნიშვნელობაზე, განასხვავოს გარემოში ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები. გამოუმუშავდეს ტყისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება.
      გაკვეთილის ჩასატარებლად შევადგინე გემა, მასში მოცემული აქტივობები ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას. გაკვეთილი წარვმართე დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, რადგან არ ყოფილა მათი შეცვლის საჭიროება.
  გაკვეთილი დავიწყე ჩემს მიერ მომზადებული სლაიდებით, რაშიც ნათლად ჩანდა  გაკვეთილის თემა, მიზანი და შედეგი. ისტ-ს ტექნოლოგიების გამოყენებით  გაკვეთილი წარიმართა სახალისოდ და საინტერესოდ ,რადგან შეესაბამებოდა მოსწავლის ინტერესებს.
  შემდეგი აქტივობა იყო მასალის ცოცხლად და სანახაობრივად  გადმოცემა, Word-ის  ფურცელზე აკრეფილი ლექსების ჩვენება და წაკითხვა  დიდ მონიტორზე, რომლის შესახებაც მოსწავლემ იმსჯელა და პასუხი გასცა კითხვებს.
   გაკვეთილი განვაგრძეთ ისეთი აქტივობით ,როგორიცაა ,,ასოციაცების რუკა და სიტყვების გროვა’’. ჩემს  მიერ შედგენილ ასოციაციების რუკას ,,ტყის მნიშვნელობას’’ მოსწავლემ მიუწერა შესაბამისი  ფრაზები. ამ აქტივობის მიხედვით და ჩემი  დახმარებით მოსწავლემ იმუშავა PowerPoint-ში ,გააკეთა სლაიდები ტყის მნიშვნელობაზე და გააკეთა პრეზენტაცია.
მოსწავლემ კარგად გაართვა თავი დავალებას , მსჯელობდა და ასაბუთებდა  თავის მოსაზრებებს.
   შემდეგ მოსწავლე ვამუშავე ჩემს მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსში  http://learningapps.org,სადაც შექმნილი მაქვს სხვადასხვა  დავალებები, მაგრამ ამ გაკვეთილზე ვიმუშავეთ ტყე და ადამიანი და  შეამოწმე შენი ცოდნა ,სადაც მოცემული იყო კითხვები და მოსწავლე პასუხობდა ელექტრონულ რეჟიმით, მე თვალყურს ვადევნებდი ნამუშევარს დიდ მონიტორზე პროექტორით.
შემდეგ მოსწავლეს მივეცე თვით შეფასების ფურცელი, სადაც რეალური  შეფასება გააკეთა .
გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლემ მოიძია ინფორმაცია  და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე რომელსაც გაკვეთილზე ნაკლებად შევეხეთ. ბოლოს გააკეთა გაკვეთილის შეფასება სადაც ჩანდა რომ ისტის გამოყენებთ მოსწავლე მეტად მოტივირებული  და ხალისიანი იყო.
ჩემი აზრით ისტის გამოყენებამ სასწავლო პროცესში უზრუნველყო მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენა. სასწავლო რესურსი ილუსტრირებული და მიმზიდველი იყო, რამაც ხელი შეუწყო მოცემული თემის შესწავლას და დამახსოვრება, ასევე სასწავლო პროცესში ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას საგნის სწავლების მიმართ, რადგან მოსწავლეები თვითონ ეძებენ,ქმნიან სხვადასხვა მრავალფეროვან სასწავლო მასალას,თავად მოსწავლეა  აქტიურად ჩართული სასწავლო პროცესში.ამიტომ შევეცდები მომავალში ხშირად გამოვიყენო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში.
       გაკვეთილის მსვლელობისას ვაკვირდებოდი მოსწავლეს წყვილში მუშაობას, მსჯელობა-დისკუსიას, პრეზენტაციას და ვაკეთებდი სწრაფ ჩანაწერებს მოსწავლეთა შეფასების მიზნით.  ვაძლევდი უკუკავშირს და განმავითარებელ შეფასებას.
         მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას ურთიერთობა მოსწავლესა და ჩემს შორის იყო კეთილგანწყობილი, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. კლასის მართვის და დისციპლინის მხრივაც, ვფიქრობ პრობლემები არ იყო, მოსწავლე იცავდა ქცევის და უსაფრთხოების წესებს და არ დამჭირვებია მათი შეხსენება. თავიდანვე განვუმარტე გაკვეთილის მიზანი და მოსწავლეებთან ერთად მიზნობრივად გამოვიყენეთ როგორც სასწავლო დრო, ასევე რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მოსწავლისთვის ვფიქრობ, რომ განმარტებები, რომელსაც ვიძლეოდი ტერმინებთან, და  დავალებებთან დაკავშირებით იყო მიწოდებული გასაგებად და ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას.

საბოლოოდ ვთვლი, რომ გაკვეთილის მიზანი, რომელიც დავისახე და გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმიდან, მიღწეულ იქნა.


No comments:

Post a Comment