Wednesday, June 6, 2018

სამიზნე ჯგუფი
VII-VIII კლასის მოსწავლეები
კურსის ხანგრძლივობა
(საათების ჯამური რაოდენობა)
15 საათი
ერთი სემესტრი
შეხვედრების განრიგი
სექტემბერი-20,27.
ოქტომბერი- 4,11,18,25. ნოემბერი-1,8,15,22,29. დეკემბერი-6,13,20,27.
პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა
9 მოსწავლე:
3  გოგონა
6  ბიჭი
მიზანი
კურსის მიზანია მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნა. განათლებული, მოაზროვნე, ინტელექტუალური მომავალი თაობის აღზრდა. მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
შედეგები
·             ამაღლდება მოსწავლეთა ზოგადი განათლება და ინტელექტი;
·             მოსწავლეები წაიკითხავენ და გაანალიზებენ  მათი ინტერესების შესაბამისად შერჩეულ ნაწარმოებს;
·             მოსწავლეები  წაკითხული ნაწარმოების საფუძველზე მოამზადებენ  : ალბომებს, ილუსტრაციებს და/ან კომიქსების გამოფენას;
·             მოსწავლეები გაეცნობიან ავტორის ბიოგრაფიას და მისი შემოქმედების გავრცელების მასშტაბებს;
მოსწავლეებს განვითარებული აქვთ დებატების, ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის მოძიებისა და გუნდური მუშაობის უნარები.
მეთოდოლოგია
კითხვა (პაუზებით, ინტონაციებით, ), როლური თამაშები, სათქმელის ვიზუალიზაცია, დებატები, ილუსტრაციების/კომიქსების მომზადება, რეკლამის მომზადება, შთაბეჭდილებების ალბომის მომზადება და სხვა.
კურსის მოკლე აღწერილობა



მოსწავლეებთან ერთად შევარჩევთ წრეზე წასაკითხ შესაფერის წიგნებს, წრეზე მუშაობისას მოსწავლეები წაიკითხავენ ერთ ნაწარმოებს, რომლის საფუძველზე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობაში (როლური თამაშები, სცენარის მომზადება , ილუსტრაციების/კომიქსების გამოფენა, დებატები,  და სხვა). აღნიშნული სახალისო აქტივობები გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას, სრულფასოვნად გააანალიზონ ნაწარმოების შინაარსი. იმუშაონ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად რაც შესაძლებლობას მიცემს მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, გამოხატონ და დაიცვან საკუთრი მოსაზრებები. პარალელები გააკეთონ თემში არსებულ რეალობასთან.
საწრეო მუშაობისას დაგეგმილი აქტივობების მოკლე აღწერა
1. მასწავლებელი აკეთებს ზოგად მიმოხილვას წიგნისა და წრის  შესახებ. მოსწავლეები იწყებენ წიგნის კითხვას  მასწავლებელი ეხმარება წაკითხულის ანალიზში; კითხვა გრძელდება ყოველ გაკვეთილზე;
2. გამოკვეთილი პერსონაჟები და მათი სახასიათო შტრიხები (პერსონაჟების რუქის შექმნა);
3. პრობლემების იდენტიფიცირება. ნაწარმოებში გამოკვეთილ პრობლემებზე დებატები;
4. დასამახსოვრებელი ფრაზები და მათ ირგვლივ მსჯელობა;
4. ხელნაკეთი ალბომის მომზადება, რომელშიც კითხვის პარალელურად მოსწავლეებს შეაქვთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც წაკითხული წიგნის მიხედვით ადგენენ (ჩანახატები, ილუსტრაციები, დასამახსოვრებელი ფრაზები, წერილები საყვარელ გმირებს, ინტერვიუ ავტორთან, კროსვორდები და სხვა);
5. როლური თამაშები.
6. T სქემაში დადებითი და უარყოფითი გმირების შეფასება;
7. დისკუსია (რა გავიგე? რა მომეწონა/არ მომეწონა? რას შევცვლიდი?);
8. წიგნში გამოკვეთილი პრობლემების იდენტიფიცირება და პარალელები თემში არსებულ რეალობასთან.


ლიტერატურა
·         ­ოტია იოსელიანის მოთხრობები
·         რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული
·         ილია ჭავჭავაძის მოთხრობები


აღჭურვილობა/მასალები

1.      ალბომი;
2.      თაბახის ფურცლები;
3.      ფერადი ფანქრები;
4.      ფლომასტერი;
5.      გუაში;
6.      ფუნჯები;
7.      პასტები;
8.      საშლელი;
9.      ფორმატის ქაღალდები;
10.  ფლიფჩარტის ქაღალდი;
11.  ბორდმარკერები (სხვადასხვა ფერის);

No comments:

Post a Comment